ბაქრაძე: „მასთ  ქერზე“ ელჩების განცხადებაში ძალიან პოზიტიური შეფასება იყო

ბაქრაძე: „მასთ ქერზე“ ელჩების განცხადებაში ძალიან პოზიტიური შეფასება იყო

პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, ელჩების განცხადებაში „მასთ ქერთან“ დაკავშირებით ძალიან პოზიტიური შეფასება იყო.

გუშინ სხვადასხვა ქვეყნის ელჩებმა ხელისუფლებას მოუწოდეს „მასთ ქერის“ პრინციპი არჩევნების შემდეგაც გაგრძელდეს.

„საუბარი იყო, რომ ეს არის ძალიან კარგი და დადებითი ინიციატივა. რაც შეეხება მისი შემდგომი გაგრძელების შესაძლებლობას, ამაზე თავის დროზე, სანამ კანონს მივიღებდით მსჯელობა იყო. მე მაშინაც პლენარულ სხდომაზე გავაკეთე განმარტება და დღესაც შემიძლია გავიმეორო, რომ

„მასთ ქერის“ სავალდებულობის დასრულება არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე კაბელს ან ტელევიზიას ვალდებულება აქვს მაშინვე შეწყვიტონ ერთმანეთთან მოლაპარაკება“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, როდესაც ეს ვალდებულება დასრულდება, ხელს შეუწყობენ და წაახალისებენ ყველა საკაბელო მაუწყებელს და სატელევიზიო არხს, რომელიც გააგარძელებენ ამ შეთანხმებით მიღწეული პირობების შესრულებას და ერთმანეთთან თანამშრომლობას.

„მე არ ველოდები, რომ ყველა ის შეთანხმება რაც წინასაარჩევნო პერიოდში იქნება მიღწეული ერთ დღეში დაირღვევა. თუ მოახერხებენ სტაბილურ, გრძელვადიან კომერციულ ინტერესზე დამყარებულ შეთანხმებას არხები და კაბელები, ეს კარგი იქნება მათთვისაც და საზოგადოებისთვისაც“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.