ლაშა ნაცვლიშვილი:  პოლიტიკური კანიბალები ვეგეტარიანიზმის პროპაგანდას ეწევიან

ლაშა ნაცვლიშვილი: პოლიტიკური კანიბალები ვეგეტარიანიზმის პროპაგანდას ეწევიან

უშიშროების ყოფილი მინისტრის, ლაშა ნაცვლიშვილის შეფასებით, ხელისუფლების ახალი ინიციატივა, რომელიც წინასაარჩევნოდ პარტიების ქცევის წესების ჩამოყალიბებას უკავშირდება, საზოგადოების და პოლიტიკური ოპონენტების დაცინვაა. ამის შესახებ ნაცვლიშვილმა for.ge-ის პრესკლუბში ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს ინიციატივა არის ვირტუალური, ფასადური, არაფრით გამყარებული სიტყვების წყობა და აღნიშნა, რომ ამით საზოგადოებას ვერაფერს ვეღარ შემატებს.

„ნაციონალური მოძრაობის მიერ ინიცირებული ეს ინიციატივა არის ცინიზმი. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ყველაფერი, რაზეც  იქ არის საუბარი, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, ძალადობაზე და ა.შ. ამის ერთადერთი ინიციატორი, შემსრულებელი და შემძლე არის სწორედ ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ერთი ხელით ადამიანებისთვის ჯიბიდან ფული აცლას ცდილობს, მეორე ხელით კი პატიოსნების შესახებ დეკლარაცია წერს.

„პოლიტიკური კანიბალები ვეგეტარიანიზმის პროპაგანდას ეწევიან, ეს არის საკუთარი საზოგადოების და პოლიტიკური ოპონენტების დაცინვა“, - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.