ბაღათურია – ივანიშვილთან ხანგრძლივი მოლაპარაკებების  პროცესში გაფუჭებულ ტელეფონს აქვს ადგილი

ბაღათურია – ივანიშვილთან ხანგრძლივი მოლაპარაკებების პროცესში გაფუჭებულ ტელეფონს აქვს ადგილი

"ქართული დასის" ლიდერს ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილთან ხანგრძლივი მოლაპარაკებების  პროცესში გაფუჭებულ ტელეფონს აქვს ადგილი.

ჯონდი ბაღათურიას “ქართული ოცნების” ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ საბურთალოს მაჟორიტარი კანდიდატის დასახელება გაუკვირდა.

ბაღათურია 4-5 დღე ბიძინა ივანიშვილს არ შეხვედრია და კონსულტაციებს მის წარმომადგენლებთან აწარმოებდა. ამიტომ, სანამ პირადად არ ნახავს ბიძინა ივანიშვილს, ბაღათურიას ამ საკითხზე დეტალური კომენტარის გაკეთება არ სურს.

ბიძინა ივანიშვილმა დღეს განაცხადა, რომ კოალიცია "ქართულ ოცნებაში" "ქართული დასის" ლიდერის, ჯონდი ბაღათურიას გაწევრიანებასთან დაკავშირებით კონსულტაციები კვლავ მიმდინარეობს, სადაც დიდი მიღწევები არ არის.

რაც შეეხება საბურთალოს, ამ რაიონში „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატად დავით უსუფაშვილი დაასახელა, არადა, ამ რაიონში, წინასწარი ინფორმაციით, კენჭისყრას ბაღათურია აპირებდა.