პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დანიშნა

პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დანიშნა

 პრეზიდენტის დავალებით პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დაინიშნება. ამის შესახებ პრეზიდენტმა კახეთში მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრეზიდენტის განცხადებით, პარლამენტმა სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებზე უნდა იმსჯელოს და დაზარალებული რეგიონებისთვის ბიუჯეტიდან ფული გამოყოს.

პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის კონკრეტული თარიღი არ უთქვამს, სავარაუდოდ პარლამენტი ამ დღეებში შეიკრიბება.

სტიქიამ საკმაოდ დიდი ზარალი მიაყენა: კახეთს, მცხეთა-მთიანეთს და სამცხე-ჯავახეთს.