ზურაბ აბაშიძე: ჩემი მთავარი მიზანი იმ პრობლემების მოგვარებაა, რომლებიც წლების განმავლობაში დაგროვდა

ზურაბ აბაშიძე: ჩემი მთავარი მიზანი იმ პრობლემების მოგვარებაა, რომლებიც წლების განმავლობაში დაგროვდა

სამგორში კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, სამგორში ძალიან ბევრი პრობლემაა, რომელთა მოგვარების პასუხისმგებლობასაც თავად იღებს.

აბაშიძის თქმით, როგორც საკრებულოს წევრს, მას თბილისის ყველა რაიონზე უწევდა მუშაობა, მაგრამ ყველაზე დიდ ყურადღებას დიდ რაიონებზე ამახვილებდა.

„სამგორი ტერიტორიული თვალსაზრისით, ერთ- ერთი დიდია თბილისის მაშტაბით,  მოსახლეობის თვალსაზრისით კი მეორეა. ჩემი მთავარი მიზანი იმ პრობლემების მოგვარებაა, რომლებიც წლების განმავლობაში დაგროვდა“, - განაცხადა აბაშიძემ და აღნიშნა, რომ აუცილებელია დასუფთავების ელექტოენერგიის მიბმის საკითხი გადაიხედოს და მათი პარლამენტში მოსვლისთანავე შეიცვალოს.