ბიძინა ივანიშვილი: საბჭოთა კავშირი კი არა, საქართველოს განსაკუთრებულობა მენატრება

ბიძინა ივანიშვილი: საბჭოთა კავშირი კი არა, საქართველოს განსაკუთრებულობა მენატრება

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა, საბჭოთა კავშირის ნოსტალგიასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. ივანიშვილის თქმით, მას საბჭოთა კავშირი კი არა,  საქართველოს განსაკუთრებულობა ენატრება.

როგორც ივანიშვილმა თქვა, მაშინ საქართველო ყველასთვის საინტერესო, თბილი და საყვარელი ქვეყანა იყო.

„ჩვენ ისევ უნდა გავხდეთ საინტერესო ქვეყანა ყველასთვის. ქვეყანას, რომ ავაშენებთ და ამას ვპირდები საქართველოს, აფხაზეთიცა და ოსეთიც დაგვიბრუნდება. საბჭოთა კავშირის დროს, ამ ჩაკეტილ სივრცეშიც კი საქართველოში ცხოვრების სურვილი ჰქონდა სხვადასხვა ადამიანებს. ასეთივე უნდა გავხდეთ დღესაც ევროპაში და მთელს მსოფლიოში“, - განაცხადა ივანიშვილმა.