ბიძინა ივანიშვილი:  ქვეყნის მხარდაჭერას სამომავლოდაც გავაგრძელებ

ბიძინა ივანიშვილი: ქვეყნის მხარდაჭერას სამომავლოდაც გავაგრძელებ

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, ნიკოლოზ რურუას პასუხად, სადაც ის აცხადებს, რომ ყველა შენობა, რაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა, თავიდან სარემონტოა, განაცხადა, რომ სამომავლოდაც ყველანაირად შეეცდება, რომ საკუთარი ქვეყნის მხარდაჭერა გააგრძელოს.

„ქვეყნის მხარდასაჭერად  ის იქნება პოლიტიკურ კუთხით თუ ქველმოქმედების სახით, ყველაფერს გავაკეთებ რაც სამართლიანობასთან წინააღმდეგობაში არ მოვა“, - განაცხადა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, კულტურის მინისტრის ნიკოლოზ რურუას თქმით, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედებას მხოლოდ პოლიტიკური ქულების მოსაპოვებლად ახორციელებდა და ყველა შენობა, რაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა, თავიდან სარემონტოა. 

"მიმაჩნდა და დღესაც მიმაჩნია, რომ ბალეტი და ოპერა პოლიტიკური ანგარიშსწორების მიღმა იდგა, მაგრამ თუ ასეა, არ არის პრობლემა, ოპერისა და ბალეტის თეატრს საქართველოს მთავრობა გააკეთებს ისე, როგორც გააკეთა ბათუმისა და ქუთაისის თეატრები. ყველაფერი, რაც ივანიშვილმა გააკეთა, თავიდან სარემონტოა, მაგალითად, რუსთაველის თეატრი, რომელსაც ასევე მისი ერთ-ერთი კომპანია არემონტებდა. გაირკვა, რომ თეატრის საფუძველი არ გამაგრებულა და თეატრი კვლავ ავარიულია", - განაცხადა რურუამ.