თეა წულუკიანი: ვიცნობ ნაძალადევის რაიონს და დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები ამ წარდგინებას

თეა წულუკიანი: ვიცნობ ნაძალადევის რაიონს და დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები ამ წარდგინებას

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი და „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ ერთი ლიდერი, თეა წულუკიანი ნაძალადევის რაიონში „ქართული ოცნებიდან“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობას დიდ პატივს უწოდებს.

როგორც  წულუკიანმა დღეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მისი დასახელების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, თბილისში დაიბადა, გაიზარდა და შესაბამისად თბილისელების პრობლემებს კარგად იცნობს.

„ნაძალადევის რაიონი რთული რაიონია. აქ ბევრი ისეთი ადამიანი ცხოვრობს, რომელთა უფლებების დაცვაზე მე 10 წელი სტრასბურგში ვმუშაობდი. ესენი პრობაციონერები თუ სხვა ადამიანები არიან, რომელთა ოჯახის წევრები საპყრობილეში გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან. ვიცნობ ამ რაიონს და დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები ამ წარდგინებას“, - განაცხადა წულუკიანმა და აღნიშნა, რომ მოსახლეობასთან შეხვედრას ნაძალადევის რაიონში უახლოესი მომავლიდან დაიწყებს.