ევროკრიზისი „პუმასაც“ შეეხო

ევროკრიზისი „პუმასაც“ შეეხო

ევროპაში დაწყებულმა კრიზისმა, რომელმაც მსოფლიო მოიცვა, არა მარტო ქვეყნების ეკონომიკა, არამედ  ცნობილი კომპანიებიც დააზარალა.

ცნობილმა ბავარიულმა ფირმამ „პუმამ“ ამის შესახებ უკვე ხმამაღლა განაცხადა. კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, ფრანკფურტის ბირჟაზე დანაკარგმა 5%-ი შეადგინა. კომპანია ნახევარი წლის შედეგების გამოქვეყნებას  26 ივლისისთვის გეგმავს და ვარაუდობს, რომ მისი როგორც სუფთა, ასე საოპერაციო მოგება მნიშვნელოვნად შემცირდება.