სამეულის შეხვედრა ავღანეთში

სამეულის შეხვედრა ავღანეთში

ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი ქაბულში მოლაპარაკებებს პაკისტანის პრემიერმინისტრ პერვეზ აშრაფთან და ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელ დევიდ კემერონთან მოლაპარაკებებს მართავს.

შეხვედრა 2014 წელს ავღანეთიდან ალიანსის ჯარების გამოსვლის ფორმატში მიმდინარეობს. ამჟამად ალიანსს ავღანეთში 130 000 ჯარისკაცი ჰყავს, მათ შორის 9 500 ბრიტანელია. ბრიტანეთს, ამერიკელების შემდეგ, ყველაზე მეტი სამხედრო ჰყავს ავღანეთში.

დევიდ კემერონმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რაც თვალისწინებს ავღანეთში ბრიტანული სამხედრო აკადემიის ჩამოყალიბებას, რომელიც ავღანელ ოფიცრებს მოამზადებს.  კემერონის განცხადებით, ბრიტანეთი 2014 წლის შემდეგაც შეუწყობს ხელს  ქვეყანას განვითარებაში .