ჯორჯ კლუნი და სთეისი კიბლერი მშობლებთან ერთად ისვენებენ(VIDEO)

ჯორჯ კლუნი და სთეისი კიბლერი მშობლებთან ერთად ისვენებენ(VIDEO)

ჯორჯ კლუნი და სთეისი კიბლერი შვებულებას იტალიაში მშობლებთან ერთად ატარებენ. ჰოლივუდის მსახიობს  შეყვარებულის მშობლებთან საერთო ენის გამონახვა არ გასჭირვებიათ. სულ რომ არაფერი, ჰარი და პატრიცია კიბლერების ასაკი ჯორჯის ასაკისგან დიდად არ განსხვავდება.

ჯორჯ კლუნი და სთეისი კიბლერი უკვე ერთი წელია ერთმანეთს ხვდებიან, მათი რომანი სწრაფი ტემპებით ვითარდება. სთეისი კიბლერი არ ერიდება, ჟურნალისტებს გამუდმებით უმეოროს, რომ კლუნი მსოფლიოში ყველაზე კარგი შეყვარებულია. კლუნი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ სთეისისა და მას შორის ყველაფერი სერიოზულადაა.

ჯორჯ კლუნმა სთეისისა და საკუთარი მშობლები დასასვენებლად თავისთან იტალიაში, ტბა კომოს სანაპიროზე გაშენებულ  ვილაში მიიწვია. ამ გზით შეყვარებულების ოჯახები უკეთ გარცნობენ ერთმანეთს და საერთო ენასაც უფრო მალე იპოვიან. ჯორჯის მშობლები სთეისის კარგა ხანია იცნობენ მათი პირველი შეხვედრა ამერიკის, ერთ-ერთ,  კინოთეატრში შედგა. როგორც ჩანს,  წყვილის ურთიერთობები, მართლაც სერიოზულ ფაზაში შევიდა, ასე რომ არ არის გამორიცხული ჰოლივუდის ცნობილმა ბერბიჭამ მალე ოჯახი შექმნას.