ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის ოფისი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებს მასპინძლობს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის ოფისი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებს მასპინძლობს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონულ ოფისს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციაში დიდი ბრიტანეთის  საელჩოს წარმომადგენლები ეწვივნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ვებ-გვერდი ავრცელებს. მათი ცნობით, სტუმრები ადმინისტრაციული საზღვრის საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს შეუერთდნენ, რომლის მიზანიც არსებული უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის ადგილზე შესწავლისა და ნორმალიზების პროცესში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წვლილის შეტანაა.

გარდა ამისა, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები ბრიტანეთის დელეგაციის წევრებს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შექმნილ მდგომარეობაზე და ადგილობრივ მოსახლეობაზე მისი გავლენის შესახებ ესაუბრნენ, მათ შორის, სასაუბრო თემა საზღვარზე თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვა იყო.