სახალხო დამცველი მსჯავრდებულ მელორ ვანჩნაძის სამკურნალო დაწესებულებაში გაადაყვანას ითხოვს

სახალხო დამცველი მსჯავრდებულ მელორ ვანჩნაძის სამკურნალო დაწესებულებაში გაადაყვანას ითხოვს

საქართველოს სახალხო დამცველი მსჯავრდებულ  მელორ ვანჩნაძის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს. ამის შესახებ აღნიშნულმა უწყებამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ იყო საუბარი.

განცხადებაში  ნათქვამია, მსჯავრდებულს ჩაუტარდა სიმპტომატური მკურნალობა, თუმცა არ ჩატარებია შესაბამისი გამოკვლევები და აღნიშნულია, რომ ამის გამო შეიძლება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდეს.

„2012 წლის 18 ივლისს პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოინახულეს #17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებული მელორ ვაჩნაძე. 

მ.ვაჩნაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა და არასათანადო მკურნალობის შემთხვევაში, შეიძლება დამძიმდეს. იგი რამდენჯერმე იქნა გადაყვანილი #18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მას ყოველ ჯერზე ჩაუტარდა სიმპტომატური მკურნალობა, თუმცა არ ჩატარებია შესაბამისი გამოკვლევები, რომლების ჩატარების შესაძლებლობა მსჯავრდებულის თქმით, არ გააჩნია #18  მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო  დაწესებულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. 

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მსჯავრდებულ მ.ვაჩნაძის გადაყვანა შესაბამისი პროფილის სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მას ჩაუტარდება საჭირო გამოკვლევები და ადეკვატური მკურნალობა“, - ნათქვამია განცხადებაში.