ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ შტაბში მომუშავე რამდენიმე პირი დაასახელა

ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ შტაბში მომუშავე რამდენიმე პირი დაასახელა

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განაცხადებით, „ქართული ოცნების“ შტაბში ზოგად საკითხებზე რეზო შავიშვილი, დათო საგანელიძე, დავით ბერძენიშვილი, კახა შარტავა, გია ცაგარეიშვილი, სოზარ სუბარი და  გოგი თოფაძე იმუშავებენ.

ამის შესახებ კოალიციის ლიდერმა კოალიციის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე თბილისისა და რეგიონებში დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ განაცხადა.

ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ჩამოთვლილ პიროვნებებს, მაჟორიტარობის სურვილი ჰქონდათ, თუმცა საერთო გადაწყვეტილებით, ისინი „ქართული ოცნების“ შტაბში იმუშავებენ.