CNN სირიის შსს მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის მოადგილის გარდაცვალებასაც იუწყება

CNN სირიის შსს მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის მოადგილის გარდაცვალებასაც იუწყება

დამასკოში მინისტრტა კაბინეტის წევრებისთვის მოწყობილი ტერაქტის პასუხისმგებლობა თავისთავზე ორმა დაჯგუფებმა აიღო.

CNN-ის ინფორმაციით, ეს სირიის თავისუფალი არმია და ისლამური დაჯგუფება „ლიბა ალ-ისლამი“ არიან.

„ეს ტერაქტი სწორედ ის ვულკანია, რომლის ამოხეთქვაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ჩვენ მხოლოდ პროვოცირება გავუკეთეთ მის ამოხეთქვას“,-აცხადებენ  „ლიბა ალ-ისლამის“ წევრები.

CNN-ისვე ინფორმაციით, დაღუპულთა შორის სირიის შინაგან საქმეთა მინისტრი იბრაგიმ ალ-შაარა და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ასიფ შაუკატაც არიან.