„ქართული დასი“ მოსახლეობასთან ხელშეკრულებებს აფორმებს

„ქართული დასი“ მოსახლეობასთან ხელშეკრულებებს აფორმებს

„ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია „ქართული დასის“  ხელშეკრულების გასაფორმებლად სოლოლაკში ერთ-ერთ სოციალურად გაჭირვებულ ოჯახს ესტუმრა და ხელშეკრულების არსი დეტალურად გააცნო.

„ქართული დასის“ ხელშეკრულების თანახმად, პარტია იღებს ვალდებულებას, რომ საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობით მოსვლის შემთხვევაში ერთი თვის ვადაში განახორციელებს პატიმართა მასშტაბურ ამნისტიას, სამი თვის ვადაში მოხდება საპენსიო რეფორმის განხორციელება, რომელიც ითვალისწინებს ყველა პენსიონერის საბაზისო პენსიის 170 ლარამდე გაზრდას.

წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ „ქართულმა დასმა“  ჩამოთვლილი ყველა პუნქტის შესრულება ერთი წლის ვადაში  ვერ მოახერხა  ირწმუნება, რომ „ქართული დასი“  პარლამენტს დატოვებს.

„თუმცა პირობას ვაძლევ თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ ამომრჩეველს, რომ ხელშეკრულებაში ჩამოთვლილი ყველა პუნქტი შესრულდება“, - განაცხადა  ბაღათურიამ.

„ქართულმა დასმა" დღეს სოლოლაკიდან დაიწყო ხელშეკრულებების გაფორმება და მალე მთელი საქართველოს მოსახლეობასთან გააფორმებს.