პარლამენტის მედიაცენტრი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს

პარლამენტის მედიაცენტრი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს

პარლამენტში არსებული მედიაცენტრი ჩვეულ რეჟიმში იფუნქციონირებს. ამის შესახებ from.ge–ს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის და ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა  მაკა გიგაურმა განუცხადა.

„მედიაცენტრი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს აგვისტოშიც და სექტემბერშიც, ჟურნალისტებს საქმიანობაში ხელი არ შეგეშლებათ და მუშაობას ძველებურად გააგრძელებთ“, – აღნიშნა მაკა გიგაურმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამნეტის „ც“ კორპუსში აპარატის თანამშრომლებმა საკუთარი ნივთების ჩალაგება და გატანა დაიწყეს.