კადაფის შემდეგ ლიბიის სათავეში ლიბერალები მოვიდნენ

კადაფის შემდეგ ლიბიის სათავეში ლიბერალები მოვიდნენ

ლიბიაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მნიშვნელოვან წარმატებას „ლიბერალურ პარტიათა ალიანსმა“ მიაღწია. ალიანსს,  რომელსაც სათავეში გარდამავალი მთავრობის პრემიერმინისტრი მაჰმუდ ჯიბრილი უდგას , 80 ადგილიდან  39-ის მოპოვება შეძლო. გარდა ამისა, ეროვნულ ასამბლეაში სხვა პარტიების, აგრეთვე დამოუკიდებელი კანდიდატებიც მოხვდებიან. რაც შეეხება „ძმებ მუსლიმებს“ მათ პარტიას დამოუკიდებელი კანდიდატების ხარჯზე საკმაო ადგილები შეხვდება.

როგორც ადგილობრივი სააგენტოები აცხადებენ, სწორედ ლიბიელი „დემოკრატები“ და „ძმები მუსლიმები“ გადაინაწილებენ კადაფის ხელისუფლებას ქვეყანაში.