სირიის თავდაცვის მინისტრი მოკლულია

სირიის თავდაცვის მინისტრი მოკლულია

BBC-ის ინფორმაციით, სირიის თავდაცვის მინისტრი გენერალი დავუდ აბდალა რაჯა აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. ერთ-ერთმა აჯანყებულმა თავდაცვის სამინისტროს შენობის წინ, როდესაც მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები თავდაცვის შენობიდან გამოდიოდნენ თავი აიფეთქა.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად, სირიის მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წევრი დაჭრილია, ზოგიერთი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

სირიის დედაქალაქ დამასკოს ცენტრში უკვე მეოთხე დღეა ბრძოლები  მიმდინარეობს სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის შეიარაღებულ რამებსა და აჯანყებულებს შორის.