ფუკუსიმას ახლოს პლიაჟი გახსნეს

ფუკუსიმას ახლოს პლიაჟი გახსნეს

The Guardian-ის ინფორმაციით, იაპონიაში ნაკოსოს პლიაჟი გაიხსნა, სადაც დაახლოებით ათასი ადამიანი უკვე ისვენებს.

პლიაჟი ხელისუფლებამ მას შემდეგ გახსნა, რაც ანალიზებმა აჩვენეს, რომ რადიაციის დონემ წყალში დაიკლო. პლიაჟებზე დამონტაჟებულია ელექტროტაბლოები, სადაც რადიაციის მაჩვენებლის ნახვა ყველას შეუძლია.

საქმე იმაშია, რომ ნაკოსოს პლიაჟი „ფუკუსიმა“- ისგან 65 კილომეტრში მდებარეობს, სადაც 2011 წლის მარტში დიდი ტრაგედია დატრიალდა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 2012 წლის მაისში გამოაქვეყნა  დასკვნა, სადაც ნათქვამია, რომ იაპონიაში რჩება მხოლოდ ორი რაიონი, სადაც მაღალი რადიაციის დონე 10-50 მილიზიტერი წელიწადში, შენარჩუნებულია.