ამერიკულ HSBC ბანკს ტერორისტებთან და ნარკოდილერებთან კავშირში ადანაშაულებენ

ამერიკულ HSBC ბანკს ტერორისტებთან და ნარკოდილერებთან კავშირში ადანაშაულებენ

CNN-ის ინფორმაციით, ამერიკის სენატმა ბანკი HSBC მექსიკელი ნარკოდილერებისა და ტერორისტების ფულის გათეთრებაში დაადანაშაულა.

ეროვნული უსაფრთხოების საგამოძიებო კომიტეტმა დადგინა, რომ ცნობილი  ბანკი მრავალი წლის განმავლობაში ემსახურებოდა მექსიკელ, ბანგლადეშელ და საუდიის არაბეთის წარმომადგენლებს, რომლებიც ნარკოვაჭრობაში იყვნენ შემჩნეულნი, გარდა ამისა მათ ანგარიშებზე ან მათი ანგარიშებიდან ისე რიოცხავდნენ მილიონებს, რომ რეგულატორებს საქმის კურსში  არ აყენებდნენ.

Associated Press-ის ინფორმაციით, სენატმა პასუხი მოსთხოვა საფინანსო რეგულატორებსაც, რომლებმაც ბანკის საქმიანობის შესახებ იცოდნენ, მაგრამ არანაირ ზომებს არ იღებდნენ ამ ოპერაციების შესჩერებლად.