ირინა შეიკი Morellato-ს სარეკლამო სახე გახდა (VIDEO)

ირინა შეიკი Morellato-ს სარეკლამო სახე გახდა (VIDEO)

კრიშტიანო რონალდუს საცოლე, ცნობილი რუსი მოდელი ირინა შეიკი საიუველირო კომპანიის Morellato-ს შემოდგომა -ზამთრის კოლექციის სარეკლამო სახე გახდა. მოდელი უკვე გადაიღეს პირველ სარეკლამო რგოლში, დანარჩენი გადაღებები კი,  შემოდგომაზე იგეგმება.

მოდელსა და კომპანიას შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებას, ჯერ კიდევ ივნისში მოეწერა ხელი.  კონტრაქტი ერთწლიანია, თუმცა კომპანიის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ მშვენიერ ირინასთან კონტრაქტის ვადა გაზარდონ.

„ჩემთვის დიდი პატივია,  Morellato-ს ახალი კოლექციის წარდგენა. არ დაგიმალავთ და მათ პროდუქციას, მე აქამდეც ვხმარობდი. ვფიქრობ, ეს ისაა, რაც ნებისმიერ ადამიანს, თავდაჯერებულობას აუცილებლად შეჰმატებს“,-ამბობს სუპერმოდელი ირინა შეიკი.