ბიძინა ივანიშვილი NDI-ის კვლევებს სკეპტიკურად უყურებს

ბიძინა ივანიშვილი NDI-ის კვლევებს სკეპტიკურად უყურებს

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით,  NDI და IRI ამერიკის ის ინსტიტუტებია, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისთვის ბევრი კარგი აქვთ გაკეთებული.  თუმცა მისი თქმით,  NDI-ის მიერ ჩატარებულ კვლევებს სკეპტიკურად უყურებს.

„კონკრეტულად კვლევებს რაც შეეხება, ჩვენ იმასაც ვითხოვდით, რომ ამ ტიპის კვლევები იქნებ საჭირო აღარ იყოს და ვაგრძელებეთ თანამშრომლობას ამ კუთხით“, - განაცხადა ივანიშვილმა.

კოალიციის ლიდერმა აღნიშნა, რომ მხოლოდ იმის შიში აქვს და ამავე დროს არ სურს გაფერმკრთალდეს ის დამსახურება, რასაც NDI რეალურად იმსახურებს ჩვენს  ქვეყანაში განხორციელებული ბევრი დემოკრატიული პროცესის მხარდაჭერისთვის.