„ქართული ოცნების“ მორიგი აქცია ბათუმში 5 აგვისტოს გაიმართება

„ქართული ოცნების“ მორიგი აქცია ბათუმში 5 აგვისტოს გაიმართება

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მორიგი აქცია ბათუმში გაიმართება.ამის შესახებ კოალიციის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მაჟორიტარობის კანდიდატების დასახელების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, ბათუმში აქციის ჩატარების თარიღად 5 აგვისტო შეირჩა.

შეგახსენებთ, კოალიცია „ქართული ოცნების“ ღონისძიებები უკვე გაიმართა თბილისში, ქუთაისში, მცხეთაში, ოზურგეთსა და გორში.