ბიძინა ივანიშვილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დღეს დაასახელებს

ბიძინა ივანიშვილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დღეს დაასახელებს

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დღეს თავად დაასახელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დღესვე, ივანიშვილი თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატებსაც წარადგენს. 

სავარაუდოდ, მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენას კოალიცია დღეს საბოლოოდ დაასრულებს. 

„ქართული ოცნებიდან“ დეპუტატობის კანდიდატები უკვე დასახელებული არიან, იმერეთის მხარეში, გურიაში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში და სხვადასხვა რაიონებში.