გაბაშვილი:  ყველა მაჟორიტარულ ოლქში წარმატებას მივაღწევთ

გაბაშვილი: ყველა მაჟორიტარულ ოლქში წარმატებას მივაღწევთ

 უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გოკა გაბაშვილი დარწმუნებულია, რომ მაჟორიტარული ოლქების აბსოლუტურ უმრავლესობაში ნაციონალური მოძრაობა წარმატებას მიაღწევს.

აღნიშნული შეფასება გაბაშვილმა „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებულ მაჟორიტარობის კანდიდატების შეფასებისას გააკეთა.

„ყველა მაჟორიტარულ ოლქში წარმატებას მივაღწევთ. ჩვენ ზუსტად ვართ კონცენტრირებული იმ პრობლემებზე, რომელიც ხალხს აწუხებს“, - განაცხადა გაბაშვილმა.

მისივე აზრით, „ქართული ოცნება“ არ არის ის გუნდი, რომელიც ქვეყანას რაიმე სასარგებლოს მოუტანს. 

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს რეგიონებში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.