ბიძინა ივანიშვილი: პოლიტიკიდან წავალ აბსოლუტურად შეგნებულად და არა ისე, რომ ქვეყანა დაზარალდეს

ბიძინა ივანიშვილი: პოლიტიკიდან წავალ აბსოლუტურად შეგნებულად და არა ისე, რომ ქვეყანა დაზარალდეს

„ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით,  ის პოლიტიკიდან წასვლას ჯერ არ აპირებს, სანამ მაქსიმალურად არ ააწყობს გუნდს და საინტერესო ხელისუფლებას არ დატოვებს,-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე  განაცხადა.

 კოალიციის ლიდერის განმარტებით, შტეფან ფულესთან შეხვედრის შემდეგ,  მან როგორც ჩანს, ტერმინი „პოლიტიკაში შემთხვევით მოსვლა და პოლიტიკიდან წასვლა“ შემთხვევით იხმარა.  „მე ვიხმარე ტერმინი შემთხვევით მოსვლა?! ეტყობა შემეშალა. ეს არასწორი ტერმინია. რადგან რეალურად, პოლიტიკაში არა შემთხვევით, არამედ იძულებით მოვედი.. რაც შეეხება პოლიტიკიდან წასვლის საკითხს, აქედან სრულიად გააზრებულად წავალ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში მაქსიმალურად სწორად აწყობილ სისტემას და მმართველ გუნდს დავტოვებ.  პოლიტიკიდან წასვლაში ქვეყნიდან წასვლა არ იგულისხმება სანამ ენერგია მექნება ვიბრძოლებ, რომ საქართველოში სამოქალაქო სექტორი ჩამოყალიბდეს, ეს არის ის, რაზეც სწორება უნდა გავაკეთოთ და წავიდეთ ევროპისკენ“,- განაცხადა ივანიშვილმა.