National Anthem: ლანა დელ რეის ახალი კომპოზიციის სამი რემიქსი (VIDEO)

National Anthem: ლანა დელ რეის ახალი კომპოზიციის სამი რემიქსი (VIDEO)

ამერიკელმა მომღერალმა ლანა დელ რეიმ ახალი სინგლი წარმოადგინა. კომპოზიცია „National Anthem“ უკვე, სამი რემიქსით ციფრულ ფორმატშიც ხელმისაწვდომია.

ცოტა ხნის წინ, "ტვიტერზე" ლანამ სინგლის „National Anthem“ ოფიციალური გარეკანი წარმოადგინა. შავ-თეთრ ფოტოზე მომღერალი სცენაზე დგას, თვალებს კი უფარავს წარწერა „მითხარი, რომ შენი ეროვნული ჰიმნი ვარ“. კლიპის „National Anthem“ გადაღებები 23 მაისს შედგა, თავად ვიდეო კი, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. ამ კომპოზიციით, ლანამ გულშემატკივრებს თავისი რეპერტუარისგან განსხვავებული სიმღერა და ვიდეოკლიპი შესთავაზა.

დამსხვრეული ოცნებების ჰიმნი, ასე მოიხსენიებს რეი თავის ახალ სიმღერას, რომელსაც ეროვნული ჰიმნი ჰქვია. მომღერალი აგრძელებს თანამედროვე ამერიკული მორალის წინააღმდეგ გამოსვლას, როგორც თავად აღნიშნავს, ახალი კლიპი მან თავისი თაობის რეალურ ღირებულებებს მიუძღვნა.

სიყვარულით შთაგონებული სიმღერების ავტორი, ამჯერად დამსხვრეულ ოცნებებზე მღერის და ეს სიმღერა ისე ჟღერს, თითქოს მომღერალი მთელი მსოფლიოსგან იყოს იმედგაცრუებული.

ლანა დელ რეიმ კლიპში National Anthem ეკრანზე დამსხვრეული ამერიკული ოცნების ისტორია გააცოცხლა. ჯერ მერლინ მონროს როლი მოირგო, შემდეგ კი  ამერიკის პირველი ლედი ჟაკლინ კენედი განასახიერა. ლანამ ეკრანზე ჯონ კენედის ტრაგიკული ისტორია გააცოცხლა, მომღერალს პარტნიორობა მისმა შავკანიანმა  ბოიფრენდმა გაუწია.

აღსანიშნავია, რომ მთელ მსოფლიოში მომღერლის სადებიუტო ალბომის „Born to Die““ 2 მლნ. ეგზემპლარზე მეტია გაყიდული.