ია ანთაძე: „მაესტროს“ ანტენების დაყადაღება ქვეყნის დემოკრატიულად განვითრების წინააღმდეგ ბრძოლაა

ია ანთაძე: „მაესტროს“ ანტენების დაყადაღება ქვეყნის დემოკრატიულად განვითრების წინააღმდეგ ბრძოლაა

მედია ექსპერტი ია ანთაძე ტელეკომპანია „მაესტროს“ ანტენების დაყადაღებას  ქვეყნის დემოკრატიულად განვითრების წინააღმდეგ ბრძოლად აფასებს.

ანთაძის განცხადებით, თუ ჩვენ  დემოკრატიული ქვეყანა გვინდა  გვქონდეს პირველ რიგში,  მედიის თავისუფლება უნდა დავიცვათ.

„თავისუფალი სიტყვის და დამოუკიდებელი მედიის გარეშე დემოკრატიულად არცერთი ქვეყანა არ განვითარდება“, - აღნიშნავს ანთაძე.

ანთაძის განცხადებით, ახლა საზოგადოების ძალიან დიდი სოლიდარობაა საჭირო.

„ის რაც  ქვეყანაში ხდება, ეს არაა მარტო  „მაესტროს“  წინააღმდეგ  და დამოუკიდებელი სიტყვის წინააღმდეგ  მიმართული ბრძოლა არამედ,  ეს პირდაპირ ქვეყნის დემოკრატიულად განვითრების წინააღმდეგ ბრძოლაა  და   ასე უნდა აღვიქვათ.  მიმაჩნია, რომ  ახლა ძალიან დიდი სოლიდარობაა საჭირო საზოგადოების იმ ნაწილილის,  რომელსაც მიაჩნია რომ ქვეყანა დემოკრატიულად უნდა  განვითარდეს“, - განაცხადა ანთაძემ.