ცნობილი გალელი  „გამომძალველი“ კომისარი ბესიკ კირთაძე დაჭრეს

ცნობილი გალელი „გამომძალველი“ კომისარი ბესიკ კირთაძე დაჭრეს

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გალის სამხედრო კომისარს ბესიკ კირთაძეს  რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. მისი ამჟამინდელი მდგომარეობა უცნობია.

ბესიკ კირთაძე, გალის რაიონის მაცხოვრებლებს შორის, ცნობილია, როგორც  „გამომძალველი“ კომისარი. იგი აფხაზურ არმიაში გაწვევის მიზნით, იჭერს ქართველ ახალგაზრდობას, ართმევს ფულს თავისუფლების სანაცვლოდ და ჯარიდან ათავისუფლებს. რაღაც პერიოდის შემდეგ, კირთაძე ისევ ძალავს ფულს ახალგაზრდებს.