მიხეილ სააკაშვილის გაპრემიერებას გამოკითხულთა 33%  მხარს უჭერს

მიხეილ სააკაშვილის გაპრემიერებას გამოკითხულთა 33% მხარს უჭერს

NDI-ს კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას გამოკითხულთა 33% მხარს უჭერს.

კითხვაზე: „მხარს უჭერთ თუ არა სააკაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას?“ - დადებითი პასუხი - 33%-მა გასცა, სააკაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას მხარს არ უჭერს - 36%, არ იცის - 27%-მა, ხოლო პასუხზე უარი განაცხადა - 3%-მა.

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) დღეს, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“, მედიას უახლესი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გააცნო. კვლევის თემაა - „საზოგადოების განწყობა საქართველოში“.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები საქართველოს მასშტაბით, 4 ივნისიდან - 22 ივნისის პერიოდში, 6,299 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).