60 წლის იზაბელა როსელინი კოსმეტიკურ საშუალებებს ბოიკოტს უცხადებს (VIDEO)

60 წლის იზაბელა როსელინი კოსმეტიკურ საშუალებებს ბოიკოტს უცხადებს (VIDEO)

ცნობილი იტალიელი მსახიობი იზაბელა როსელინი მაკიაჟზე უარს აცხადებს, 60 წლის ლამაზმანი ამ ეტაპზე უპირატესობას ბუნებრივ სილამაზეს ანიჭებს.

მსოფლიოს, ერთ-ერთი,  ყველაზე ლამაზი მსახიობი, ლეგენდარული იზაბელა როსელინი ფოტოგრაფებმა სიცილიაში, ლანჩის დროს გადაიღეს. მსახიობი, რომელმაც 18 ივნისს 60 წლის იუბილე აღნიშნა, აბსოლიტურად მაკიაჟის გარეშე იყო და მისი საფირმო კანის ფერი, მის გარეშეც მშვენივრად გამოიყურებოდა. 60 მსახიობმა გარშემომყოფების გაოცება უნაკლო სილამაზით ნამდვილად მოახერხა. იდეალური კანი იზაბელას დედისგან,- საკულტო შვედი მსახიობის ინგრიდ ბერგმანისგან გამოჰყვა.

იზაბელა როსელინი 14 წლის განმავლობაში იყო Lancome-ს სარეკლამო სახე, მოგვიანებით კი საკუთარ კოსმეტიური ხაზი შექმნა. მსახიობმა მაკიაჟზე უარის თქმასთან ერთად,  კოსმეტიკურ ბრენდებთან მუშაობაზეც უარი თქვა. ცოტა ხნის წინ, როსელინი თანამშორმლობდა კომპანია Bulgari-სთან, რომლისთვისაც მან ჩანთების სპეციალური კოლექცია შექმნა.