NDI: ივანიშვილს ქუჩაში მოსახლეობის  27% გაყვება

NDI: ივანიშვილს ქუჩაში მოსახლეობის 27% გაყვება

NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის ლიუს ნავარომ  NDI-ის კვლევების შედეგები წარმოადგინა.

NDI-ის კვლევების მიხედვით, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში  პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ქუჩაში გამოკითხულთა  27% გაყვება.

„იმ შემთხვევაში,  თუ ბიძინა ივანიშვილი იტყვის, რომ არჩევნები გაყალბდა და მოსახლეობას აქციისკენ მოუწოდებს, კვლევის მიხედვით დადებითი პასუხი 27%-მა გასცა, 53-მა უარყოფითი, 19%-მა კი არ იცის“, - განაცხადა ლუის ნავარომ.

თემაზე - „საზოგადოების განწყობა საქართველოში“  NDI-მ კვლევა 4 ივნისიდან - 22 ივნისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 6,299 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩაატარა.

NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) დაფინანსებით, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) ატარებს.