დღეს, თბილისში ლუდის ფესტივალი იხსნება(VIDEO)

დღეს, თბილისში ლუდის ფესტივალი იხსნება(VIDEO)

დღეს, თბილისში ლუდის ფესტივალი გაიხსნება. ფესტივალის მიზანია ქართული ლუდის პოლულარიზება, ტურისტების მოზიდვა, კომპანიებისა და მომხმარებლების უშუალო კავშირის შექმნა და გართობის სახალხო სტილის დანერგვა.

ლუდის ფესტივალს ყოველწლიური სახე მიეცა და ის უკვე მეორედ ტარდება. დედაქალაქის შემდეგ ფესტივალს თელავი, რუსთავი, გორი, ზუგდიდი და ბათუმი უმასპინძლებს. ნახევარფინალი და ფინალი 21-22 ივლისს, ქალაქ ბათუმში გაიმართება.

ბათუმის ლუდის ფესტივალში მონაწილეობენ ლუდსახარში კომპანიები: „ზედაზენი“, „ტაუერი-ბათუმი“, „ყაზბეგი“, „ნატახტარი“. ლუდი „ბათუმური“, მთის ლუდები: ხევსურეთი, თუშეთი, ფშავი და ოსეთი, ასევე კომპანიები: ლიდერფუდი, ლიბანური რესტორანი „კრესპი“- ბათუმი.

როგორც ფესტივალის ორგანიზატორები განმარტავენ, ექვსი ქალაქიდან შეირჩევა 18 გამარჯვებული. ისინი შერჩევის მეორე ეტაპზე მიემგზავრებიან ქალაქ ბათუმში და გადადიან ნახევარფინალში. ფინალში გადავა ცხრა მონაწილე,გამარჯვებული და საქართველოს ჩემპიონი ხდება ის, ვინც ყველაზე სწრაფად დალევს სამ ერთლიტრიან კათხა ლუდს.

ფესტივალი  „საქართველო-ისრაელის კომპანია GI“-ის ეგიდით  ტარდება.