NDI დღეს.  კვლევის შედეგებს გამოაქვეყნებს

NDI დღეს. კვლევის შედეგებს გამოაქვეყნებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) დღეს, მედიას მიმდინარე წლის ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს  სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ წარუდგენს.

კვლევა თემაზე „საზოგადოების განწყობა საქართველოში“  4-22 ივნისს  ჩატარდა.  საქართველოს მასშტაბით, 6 299 მოქალაქე პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე გამოიკითხა.

აღსანიშნავია, რომ NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) ატარებს.

კვლევის პრეზენტაცია 13:30 სთ-ზე გაიმართება.