მაიკლ ფასბინდერს ვიდეოთამაში Assassin's Creed-ის ეკრანიზაციაში იღებენ(VIDEO)

მაიკლ ფასბინდერს ვიდეოთამაში Assassin's Creed-ის ეკრანიზაციაში იღებენ(VIDEO)

მსახიობი მაიკლ ფასბინდერი, ცნობილი ფილმებიდან „სახიფათო მეთოდი“, „სირხვილი“, „პრომეთე“, „ჯეინ ეარი“, „შიმშილი“ და ა.შ. პოპულარული ვიდეოთამაშის Assassin's Creed -ის მაშტაბურ ეკრანიზაციაში მთავარ როლს შეასრულებს.

სიუჟეტის მიხედვით მაიკლის გმირს, სახელად დესმონდ მაილსს საიდუმლო ორგანიზაციის წარმომადგენლები გაიტაცებენ.  ისინი დაკავშირებულები არიან ტამპლიერებთან და მაიკლს წარსულში აგზავნიან, რათა მისგან მიიღონ ინფორმაცია, მათი წინაპრისა და წინამძღოლის  ბოროტმოქმედი იბნ ალ-ახადის,   ცხოვრების შესახებ,  რომელიც ჯვაროსნების ეპოქაში ცხოვრობდა.

ფასბინდერი ეკრანიზაციაში მთავარი როლის შესრულებასთან ერთად თანაპროდიუსერის ამპლუასაც მოირგებს.