ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

დღეს მონაკოში გამართულ საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე ახალი პრეზიდენტი, იტალიელი დეპუტატი რიკარდო მილიორი აირჩიეს. მილიორმა პოსტზე პეტროს ეფტიმიუ შეცვალა. იტალიელი  საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტი გახლდათ, ის აგრეთვე ორი ვადით იყო პოლიტიკური საკითხებისა და უსაფრთხოების კომიტეტის მომხსენებელი.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტებად აირჩიეს რობერტ ადერჰოლტ-ამერიკა, ჟან-შარლ გარდეტო-მონაკო, ალან ნერი-საფრანგეთი, გიორგი წერეთელი-საქართველო და უტა ზაპფი-გერმანია.