საუდიის არაბეთში დემონსტრატების დარბევას მსხვერპლი მოჰყვა

საუდიის არაბეთში დემონსტრატების დარბევას მსხვერპლი მოჰყვა

„არაბულმა გაზაფხულმა“ საუდიის არაბეთსაც უწია. ქალაქ  ელ-კატიფში გამართული დემონსტრაცია ხელისუფლებამ დაარბია,  დარბევისას დაღუპულია 2 ადამიანი, დაშავებულია 20.

  Al-Jazeera-ს ინფორმაციით, დღევანდელი დემონსტრაცია საკმაოდ მასშტაბური და მრავალრიცხოვანი გახლდათ. დაჭრილი და დაპატიმრებულია  შიიტების შეიხი ნიმრ ა-ნიმრი, რომელიც აქტიური მოწინააღმდეგეა არსებული ხელისუფლების რეჟიმის.

საუდიის არაბეთის სახელმწიფო მასმედიის ინფორმაციით, დემონსტრატებს ცეცხლი ადგილობრივმა პოლიციამ მას შემდეგ გაუხსნა, რაც დემონსტრატებმა პირველად დაიწყეს იარაღის გამოყენება სამართალდამცავების წინააღმდეგ. ორმხრივი სროლისას დაიჭრა შეიხი, ხოლო მას ბრალად წაუყენეს ქვეყნის აღმოსავლეთ პროვინციაში არეულობის ორგანიზება.