საქართველომ და მოლდოვამ საბაჟო სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმეს

საქართველომ და მოლდოვამ საბაჟო სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმეს

საქართველომ და მოლდოვამ საბაჟო სფეროში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმება გააფორმეს.

დოკუმენტს ხელი  დღეს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრმა იური ლიანკამ მოაწერეს.

დოკუმენტის თანახმად, ქვეყნებს საშუალება ექნებათ ერთმანეთს ურთიერთდახმარება საბაჟო კანონმდებლობით აღსრულებასა და საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლაში გაუწიონ. მხარეებს ერმანეთისათვის საბაჟო ინფორმაციის მიწოდება შეძლებათ, რაც ხელს შეუწყობს ორივე ქვეყნის საგადასახადო-საბაჟო ადმინისტრირების გამარტივებას. ამით კი ხალხი და ბიზნესი ისარგებლებენ.

როგორც დიმიტრი გვინდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეთანხმება ქვეყნების შორის სავაჭრო ურთიერთობებს გაამარტივებს და საქონლის თავისუფალ გადაადგილებას შეუწყობს ხელს. ეს კი ორ სახელმწიფოს შორის არსებულ სავაჭრო ბრუნვას კიდევ უფრო გაზრდის.

მოლდოვას დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ ფილატის ხელმძღვანელობით საქართველოში ვიზიტით 8-დან 12 ივლისამდე