ავღანეთში ტერაქტის შედეგად   14 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთში ტერაქტის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

 ტერაქტის შედეგად ავღანეთში 14 ადამიანი დაიღუპა. ამის შესხენ ინფორმაცია ავღანეთის ხელისუფლება ავრცალებს.  ხელისუფლების ცნობით,  ტერაქტი ქვეყნის სამხრეთში მოხდა. გზაზე დამონტაჟებული ორი ბომბის აფეთქების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა. ყანდაჰარის ადგილობრივი მთავრობის ცნობით, დანაღმულ ადგილზე ჯერ მიკროავტობუსი აფეთქდა, ხოლო შემდეგ მათ დასახმარებლად მისული ტრაქტორი. პოლიცია მომხდარში თალიბ ამბოხებულებს ადანაშაულებს.

გაეროს შეფასებით, შარშან ავღანეთში 3021 სამოქალაქო პირი დაიღუპა.