მართლმადიდებელთა საორგანიზაციო კრებული  სინოდის განჩინებაზე სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავს

მართლმადიდებელთა საორგანიზაციო კრებული სინოდის განჩინებაზე სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავს

მართლმადიდებელთა საორგანიზაციო კრებული  დღეს სინოდის გადაწყვეტილებაზე ელექტრონული საბუთების შემცვლელ ალტერნატივასთან დაკავშირებით, სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავს და განცხადებას გააკეთებს.

 მართლმადიდებელთა საორგანიზაციო კრებულის წარმომადგენელების განცხადებით,  ათიათასობით ხელმომწერთა მოთხოვნაზე სინოდის პასუხი არადამაკმაყოფილებლად იყო განმარტებული და სახეცვლილად წარმოჩენილი, შესაბამისად, გადაწყვეტილებაც უმეტესწილად მიუღებელი.

მართლმადიდებელთა საორგანიზაციო კრებულის წარმომადგენელებმა სინოდს თხოვნით მიმართეს, ID ბარათების აღება ნებაყოფლობითი იყოს და იმათ ვისაც არ სურს აღნიშნული ბარათის აღება,მას ალტერნატიული პირადობის მოწმობის მიღების საშუალება ქონდეს. კრებულმა სინოდს ათი ათასი ხელმოწერა გადასცა.

სინოდის განჩინებითებით, ID ბარათებით სარგებლობა მრევლს თავისუფლად შეეძლება, რადგან ის ანტიქრისტეს ბეჭედს არ წარმოადგენს, თუმცა ხელისუფლებას სთხოვა მართლმადიდებლებს მისცენ საშუალება ისარგებლონ ალტერნატიული საბუთებით.  

„ID ბარათები არ წარმოადგენს ანტიქრისტეს ბეჭედს. ამ ბარათით სარგებლობა შესაძლებელია. მაგრამ რადგან საზოგადოებაში იწვევს აზრთა სხვადასხვაობას, მთავრობას ვთხოვთ, რომ ბარათის აღება ნებაყოფლობითი იყოს თუ კი ეს შესაძლებელია. წმინდა სინოდი აცხადებს - სადღეისოდ წარმოდგენილი ID ბარათის ვერსია საღვთისმეტყველო და საეკლესიო სწავლების მიხედვით, არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი და აქედან გამომდინარე, ამ ბარათით სარგებლობა შესაძლებელია, მაგრამ, რადგან ეს საკითხი საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, ეთხოვოს საქართველოს მთავრობას თუ შესაძლებელია, დაუშვან ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საშუალებები“ - ნათქვამია განჩინებაში.