შს მინისტრის მოადგილეების, დეპარტამენტების  ხელმძღვანელებისა  და სამხარეო პოლიციის უფროსების  ვინაობა ცნობილია

შს მინისტრის მოადგილეების, დეპარტამენტების ხელმძღვანელებისა და სამხარეო პოლიციის უფროსების ვინაობა ცნობილია

შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩო ახალაიას მოადგილეების, დეპარტამენტების ახალი ხელმძღვანელებისა და სამხარეო პოლიციის ახალი  უფროსების  ვინაობა უკვე ცნობილია. ასევე ცნობილია, რომ  ბაჩო ახალაის ექვსი მოადგილე ეყოლება.

"საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში" საქართველოს პრეზიდენტის 6 ივლისის, №542 ბრძანებულება გამოქვეყნდება, რომლითაც ცვლილება  2004 წელს დამტკიცებულ "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულებაში" შედის.

ცვლილების მიხედვით, შინაგან საქმეთა მინისტრს ხუთის ნაცვლად  ექვსი მოადგილე ეყოლება. "მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და ხუთი მოადგილე, რომელთაგან ერთი იმავდროულად არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი",- ნათქვამია პრეზიდენტის ბრძანებულებაში.

ბაჩო ახალაიას მოადგილეებისა და უწყების დეპარტამენტების ახალი ხელმძღვანელების ვინაობა უკვე ცნობილია.

სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) ხელმძღვანელად ვახტანგ ბოჭორიშვილი, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ) თავმჯდომარედ ლევან ქარდავა, სასაზღვრო პოლიციის უფროსად კი ნიკა ძიმცეიშვილი დაინიშნენ. ძიმცეიშვილი ასევე ახალაიას მოადგილე იქნება.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეების პოსტები შეინარჩუნეს გია ლორთქიფანიძემ, ეკა ზღულაძემ და შალვა ჯანაშვილმა. მინისტრის კიდევ ორ მოადგილედ, შოთა ხიზანიშვილი და ნოდარ ხარშილაძე, დაინიშნენ. შოთა ხიზანიშვილი ამავე დროს შსს-ის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზეც რჩება.

ნოდარ ხარშილაძე აქამდე თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო.

ახალი ხელმძღვანელი ეყოლება გენერალურ ინსპექციასაც, ამ თანამდებობაზე გიორგი გეგეჭკორი თენგიზ გუნავამ ჩაანაცვლა.

საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის პოსტს რაც შეეხება შოთა უტიაშვილის ნაცვლად ამ თანამდებობას, მინისტრის ახალი მოადგილე ნოდარ ხარშილაძე დაიკავებს.

ასვე ცნობილია სამხარეო პოლიციის    ახალი ხელმძღვანელების ვინაობაც.

შსს იმერეთის,რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი - პოლიციის ვიცე პოლკოვნიკი ალექსანდრე სვინტრაძე.

შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსი - პოლიციის ვიცე პოლკოვნიკი გიორგი კოკაია.

შსს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი - პოლიციის პოლკოვნიკი ლევან კახიანი.

შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი - პოლიციის მაიორი ილია გამგებელი.

შსს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი - პოლიციის კაპიტანი ვეფხია საგინაშვილი.

ქალაქ  თბილისის  პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი - ირაკლი ყიფშიძე.