დაღესტანში სოფლის მაცხოვრებლებსა და მილიაციას შორის ინციდენტი მოხდა

დაღესტანში სოფლის მაცხოვრებლებსა და მილიაციას შორის ინციდენტი მოხდა

დაღესტანის რაიონის სოფელ ლენინკეთის მაცხოვრებლებმა 15 პოლიციელს მძიმე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. სამართალდამცავები ტვინის შერყევით და სხვა მძიმე დაზიანებებით, საავდამყოფოში არიან გადაყვანილნი.

სოფლის მაცხოვრებლები სამრთალდამცავებს მას შემდეგ დაესხნენ თავს, როდესაც სამართალდამცავები რამდენიმე დღის წინ, სოფელში  შსს პოლიციის მანქანებზე თავდასხმის  და აფეთქების ფაქტს იკვლევდნენ. უნომრო მანქანაში მსხდომმა სამმა უცნობმა პიროვნებამ მაშინ პოლიციელების მანქანებს ცეცხლი გაუხსნეს და სამი სამართალდამცავიც მოკლეს.