ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის თავზე „გეების“ დროშა ფრიალებს

ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის თავზე „გეების“ დროშა ფრიალებს

Agence France-Presse-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის თავზე ლგბტ დროშა ფრიალებს. ასე გადაწყვიტა ვიცე-პრემიერმა ნიკ კლეგმა სექსუალურ უმცირესობათა გეი-პარადისთვის მხარდაჭერა, რომელიც დღეს ლონდონში გაიმართება.

ქვეყნის მინისტრთა კაბინეტი, ისევე როგორც სხვა სახელმწიფო დაწესებულებები, ლონდონის ცენტრში, უაიტჰოლზე მდებარეობს.“ „უიატჰოლის გულში ლგბტ დროშის აღმართვა ეს პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნიშანია იმის, რომ ეს ქვეყანა ადამიანთა თანასწორობას უჭერს მხარს“,-აღნიშნა კლეგმა.

უაიტჰოლის თავზე, მხოლოდ სახელმწიფო, ევროკავშირის, ნატოს, თანამეგობრობისა და ბრიტანეთის საგრაფოების დროშების აღმართვაა შესაძლებელი. იმისთვის, რომ ამ დროშის აღმართვის ნება დაერთოთ, მინისტრთა კაბინეტს ქალაქის მუნიციპალიტეტისთვის უნდა ეთხოვა.