ქუთაისის პარლამენტის მშენებლობისთვის მთვრობას ფული აღარ აქვს?

ქუთაისის პარლამენტის მშენებლობისთვის მთვრობას ფული აღარ აქვს?

გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისის პარლამენტის მშენებლობა შეჩერდა, რადგან ამისთვის საჭირო სახსრები არ არსებობს. ამ ინფორმაციას  ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი აკაკი ბობოხიძე უარყოფს. იგი ირწმუნება, რომ  შენობის საძირკველში იმდენი ბეტონია ჩასხმული, რომ მეტის ჩასხმა აღარ სჭირდება.

From.ge აკაკი ბობოხიძეს ესაუბრა:   

მართალია თუ არა, რომ სახსრების უქონლობის გამო ქუთაისის პარლამენტის მშენებლობა შეჩერდა?

ეს ინფორმაცია მართალი არ არის.

მშენებლობა მიდის?

კი, შემოდგომაზე არჩეული პარლამენტი მუშაობას  ახალ შენობაში დაიწყებს.

ამჟამად სამუშაოები რა ეტაპზეა?

შენობის შიგნით გადავიდნენ, გარე სამუშაობი მორჩა.

ასევე გავიგეთ, რომ პარლამენტის შენობამ 50 სანტიმეტრით  დაიწია.

ეგ ხომ წელიწადის წინ დაიწია? კარგით, რა, მაშინაც ხომ ამბობდნენ... ეს მართალი არ არის.

იმასაც ამბობენ, რომ საძირკველში ახლაც ასხამენ ბეტონს შენობის გასამაგრებლად?

ეგ ინფორმაციები მართალი არ არის! იმდენი ბეტონია საძირკველში ჩასხმული, რომ მეტის ჩასხმა აღარ სჭირდება.