სუზან ბოილმა  Queen Margaret University -ის საპატიო დოქტორის წოდება მიიღო(VIDEO)

სუზან ბოილმა Queen Margaret University -ის საპატიო დოქტორის წოდება მიიღო(VIDEO)

ყოფილი შოტლანდიელი დიასახლისი, შემდგომში კი „Britain’s Got Talent“ -ის მეგავარსკვლავი სუზან ბოილი, ედინბურგის Queen Margaret University-გან, სადაც ერთ დროს სოციალური მუშაკის კურსები დაამთავრა, საპატიო დოქტორის წოდებით დაჯილდოვდა.

 ასე შეიტანა თავისი წვლილი უნივერსიტეტმა, ერთ დროს უცნობი, უმუშევარი ვარსკვლავის „შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებაში“.  ცერემონიას უნივერსიტეტის რექტრორი სერ ტომ ფარმერი უძღვებოდა.

სუზან მაგდალენ ბოილი 1961 წლის 1 აპრილს შოტლანდიაში დაიბადა. ის სტენოგრაფისტის და შახტიორის ათშვილიან ირლანდიულ ოჯახში ყველაზე პატარა იყო. სუზანის ოჯახი ყოველთვის გატაცებული იყო მუსიკით: ძმები წერდნენ სიმღერებს, დები და მამა ძალიან კარგად მღეროდნენ, დედა კი ფორტეპიანოზე არაჩვეულებრივად უკრავდა. თავად 10 წლის იყო, როდესაც მიხვდა, რომ სიმღერის ნიჭი ჰქონდა. ის ყოველთვის მომღერლობაზე ოცნებობდა.

სუზანი არასოდეს დაქორწინებულა, მთელი ახალგაზრდობა მან ოჯახს შეწირა, მისი და- ძმების გადასვლის შემდეგ სახლში დარჩა და მოხუც დედას უვლიდა.  ის ყოველთვის ადევნებდა თვალს  რეალითი-შოუების, სადაც ნიჭიერ ადამინებს ეძებენ და ოცნებების ახდენაში ეხმარებოდნენ. ყოველთვის სურდა ასეთ შოუში მიეღო მონაწილეობა, ცნობილი ჰიტი „I Dreamed a Dream“ შეესრულებინა და პროფესიონალი მომღერალი გამხდარიყო. რამდენჯერმა ჰქონდა კიდეც მცდელობა, მაგრამ ვერაფრით მოახერხა სცენაზე გამოსვლა. დედას - ბრიჯიდს, შეპირდა, რომ ის აუცილებლად ისეთივე ცნობილი გახდებოდა, როგორიც მისი კუმირი, ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ელენა პეიჯი იყო.

2009 წლის 11 აპრილს, 48 წლის დიასახლისი შოუში „Britain’s Got Talent“ აღმოჩნდა და სრულიად გულწრფელად თქვა, რომ სურს იყოს ისეთი, როგორიც ელეინ პეიჯია. მისმა აღსარებამ მოულოდნელად, ძალიან გაამხიარულა ჟიური. „მესმოდა როგორ იცინოდნენ ისინიც და მსმენელიც დარბაზში“-იხსენებს სიუზანი.

მან შეასრულა კომპოზიცია „I Dreamed a Dream“ და მთელმა მსოფლიომ გაიცნო: ჟიური აღფრთოვანდა. მსმენელი გაოცდა. რამდენიმე დღეში კი „I Dreamed a Dream“ YouTube-ზე მსოფლიო ჰიტი გახდა.

მაისის ბოლოს „Britain’s Got Talent“ გამარჯვებულების შოუ მოეწყო.მაყურებელმა თავის კუმირად, ხმათა უმრავლესობით, საცეკვაო ჯგუფი „Diversity“ დაასახელა. ამის შემდეგ, სუზანი ნერვიული აშლილობიით საავადმყოფოში მოხვდა. ერთი კვირის შემდეგ კლინიკიდან გამოეწერა, ხმის ჩამწერ კომპანიასთან გააფორმა კონტრაქტი და პირველ ალბომზე შეუდგა მუშაობას.

23 ნოემბერს, დიასახლისის სადებიუტო ფირფიტამ „I Dreamed a Dream“ ყველა მუსიკალური მაღაზია დაიპყრო. გამოსვლიდან პირველივე კვირაში, ამერიკაში ფირფიტის 701 000 ასლი, ხოლო მის სამშობლოში ალბომის  410 000 ეგზემპლარი  გაიყიდა, ყველა რეკორდი მოხსნა და მუსიკალური ბესტსელერი გახდა.