საქალაქო სასამართლომ შპს „ბურჯს“ 8 მილიონ 644 640 ლარი დააკისრა

საქალაქო სასამართლომ შპს „ბურჯს“ 8 მილიონ 644 640 ლარი დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შპს "ბურჯს" ჯარიმის სახით 8 644 640 ლარის გადახდა დააკისრა. სასამართლო პროცესი 2 საათს გაგრძელდა.

პროცესის დასრულების შემდეგ, შპს "ბურჯის" ადვოკატმა მერაბ ბარბაქაძემ განაცხადა, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტები და არგუმენტები, რომლებიც მათი გამამართლებელი გადაწყვეტილების საფუძველი გახდებოდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მტკიცებით, შპს ბურჯმა კოალიციააში შემავალ პარტიებს „ქართული ოცნების“ ბოლო სამი აქციისთვის ავტოსატრანსპორტო მომსახურება უსასყიდლოდ გაუწია.

ადვოკატის მტკიცებით პროცესზე შპს „ბურჯმა“ წარმოადგინა დოკუმენტები, სადაც აღიშნულია, რომ კოალიციაში შემავალი პარტიები მომსახურებისთვის აღნიშნულ კომპანიას კონკრეტულ თანხებს უხდიდნენ.

„თუმცა საქალაქო სასამართლომ ეს მასალები არ გაითვალისწინა, დაეყრდნო მხოლოდ კონტროლის პალატის სარჩელს და როგორც მოსალოდნელი იყო, არაობიექტური გადაწყვეტილება მიიღო“, - განაცხადა ბარბაქაძემ.

როგორც ადვოკატი აცხადებს, ამ ჯარიმის დაკისრების შედეგად კომპანიას რეალურად აღარ ექნება არანაირი საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა. ამასთან, მისი თქმით, დაყადაღდა ამ კომპანიის ანგარიშები, რაც დამატებითი შეზღუდვაა და ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ რეალურად შპს "ბურჯი" შეწყვეტს ფუნქციონირებას.

შპს „ბურჯის“ ადვოკატები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მას შემდეგ გაასაჩივრებენ, რაც სასამართლოს დადგენილება ოფიციალურად ჩაბარდებათ.