ზურაბ აბაშიძე: რუსეთი პოლიტიკურ-ფსიქოლოგიურ ზეწოლას საქართველოში არჩევნებამდე და კავკასიაში წვრთნებამდე შეინარჩუნებს

ზურაბ აბაშიძე: რუსეთი პოლიტიკურ-ფსიქოლოგიურ ზეწოლას საქართველოში არჩევნებამდე და კავკასიაში წვრთნებამდე შეინარჩუნებს

პოლიტოლოგი ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ „საქართველო ისევ ინარჩუნებს სამხედრო რევანშისტურ განწყობებს“, აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან სამხედრო ინტერვენციის საფრთხის საშიშროება ყოველთვის არსებობს.

„ ეს არის რუსეთის მხრიდან პოლიტიკურ-ფსიქოლოგიური ზეწოლის ფორმა, რომელიც უახლოეს თვეებში, კავკასიაში რუსეთის სამხედრო წვრთნების მოახლოებასთან და საქართველოში მოსალოდნელ საარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით, კიდევ უფრო გაძლიერდება.

განცხადებები რუსეთის მხრიდან ყოველთვის შეიცავს საფრთხეს, თუმცა არ მგონია ამჟამად სამხედრო ინტერვენციის დიდი ალბათობა იყოს. საფრთხე ყოველთვის არსებობს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ასეთი ფართო სამხედრო მასშტაბური წვრთნები ტარდება. გავითვალისწინოთ ასევე რეგიონის გარშემო შექმნილი მდგომარეობა, სირიასა და ირანს ვგულისხმობ. ამ წუთას, რუსეთის მხრიდან ძალის გამოყენების ალბათობა ძალიან დიდი არ არის, თუმცა, საფრთხე, სამწუხაროდ,  ყოველთვის არსებობს“,-აცხადებს აბაშიძე.