ამერიკაში ქარიშხლის შემდეგ 27 ადამიანი გარდაიცვალა

ამერიკაში ქარიშხლის შემდეგ 27 ადამიანი გარდაიცვალა

ამერიკაში ორი ძლიერი ქარიშხლის შემდეგ, რომელიც აღმოსავლეთ სანაპიროს დაატყდა თავს, დაღუპულთა რაოდენობამ 27-ს მიაღწია. 13 ადამიანი მარტო ვირჯინიის შტატშია დაღუპული.

ელექტროენერგიის გარეშე რჩება დაახლოებით 600 000 ადამიანი, მოგლეჯილი ხეებით ჩახერგილია სამანქანე გზები, ხოლო ვირჯინიის შტატის 45 დასახლებულ პუნქტში ჯერ კიდევ საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 

ამინდის ეროვნული ბიუროს პროგნოზით კი, უახლოეს დღეებში ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე გამოდარებას ამ კვირაშიც არ ელოდებიან.