კახეთის პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

კახეთის პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი, კახა გიგოლაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. მათი ცნობით, საკადრო ცვლილება შს მინისტრად ბაჩო ახალაიას დანიშვნას უკავშირდება.

ამასთანავე რეგიონალური მედია იუწყება, რომ ახალაიამ სხვა რეგიონების პოლიციის უფროსებიც დაითხოვა. საკადრო ცვლილებები შს რაიონული სამმართველოების ხელმძღვანელებს ჯერ არ შეხებიათ.

კახა გიგოლაშვილი შს კახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოს 2011 წლის სექტემბრიდან ხელმძღვანელობდა. მანამდე ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის IV სამმართველოს უფროსად მუშაობდა. საქართველოს ყოფილი პრემიერ - მინისტრის ნიკა გილაურის ბრძანებით, გიგოლაშვილი ტერორიზმთან, ორგანიზებულ დამნაშავეობასთან, ნარკოტიკების გავრცელებასა და დანაშაულის სხვა საშიშ სახეებთან ბრძოლის სუამის ეროვნული უწყებათაშორისი ჯგუფის წევრიც იყო.